კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საპრიზო ადგილით დაბრუნდა!

კომაროვის სკოლის გუნდი ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადიდან საპრიზო ადგილით დაბრუნდა. ჟაუტიკოვის ოლიმპიადა ტრადიციულად ტარდება ყოველწლიურად ალმატიში. ტურნირის ფარგლებში არის გუნდური და ინდივიდუალური შეჯიბრი. წელს ჩატარდა მე-13 ოლიმპიადა, სადაც მონაწილეობას 16 სახელმწიფოს 60-მდე გუნდი იღებდა.

სკოლის მოსწავლეებმა  2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კომაროვის სკოლის გუნდმა მესამე საპიზო ადგილი (რეიტინგით მე-5 შედეგი) აჩვენა. სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს დიდი სივრცის სკოლებს შორის  ლიდერთაგანია მათეამატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში.

ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე  სხვადასხვა წლებში კომაროვის სკოლას  1 პირველი პრიზი, 3 მესამე  პრიზი  და 2 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.

გუნდის შემადგენლობა:

გუნდის ლიდერები: მიხეილ გაბესკირია და ალექსანდრე ლომაძე.

შემადგენლობა: ალექსანდრე საათაშვილი, ზურაბ ცინაძე, საბა ლეფსვერიძე-მათემატიკა, გელა პატაშური, კონსტანტინე გაგნიძე-ფიზიკა, ვანო გამეზარდაშვილი, ალექსანდრე ხოხიაშვილი-ინფორმატიკა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:

საათაშვილი ალექსანდრე-მათემატიკა,  ოქროს მედალი.

გამეზარდაშვილი ვანო-ინფორმატიკა, ოქროს მედალი.

ლეფსვერიძე საბა-მათემატიკა, ვერცხლის მედალი.

პატაშური გელა - ფიზიკა, ვერცხლის მედალი.

ხოხიაშვილი ალექსანდრე - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.

გაგნიძე კონსტანტინე - ფიზიკა, ბრინჯაოს მედალი.


სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს ამ  გამარჯვებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.

 

 

 


ზემოთ